ხ.დ.კ
რა არის Bino.ge ?
ბინო არის ქართულ ბაზარზე ღვინის პირველი ონლაინ მაღაზია, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს და შეიძინოს ღვინო ყველაზე სწრაფად.
როგორ მუშაობს?
I ეტაპი – Bino.ge-ზე რეგისტრაცია
IIეტაპი – სასურველი ღვინის შერჩევა სამი ტიპის ფილტრაციის დახმარებით:
კერძი – კონკრეტული სახეობის კერძისთვის შესაფერისი ღვინის ტიპის შემოთავაზებით;
ღვინის ტიპი – ღვინის ყველა ტიპის შემოთავაზებით;
სასურველი ფასი - 5 ვარიანტი საფასო კატეგორიის შემოთავაზებით.
ასევე, ღვინის შერჩევა ხდება სასურველი ბრენდის მიხედვით განყოფილებებში: „მეღვინეები“ და „მაღაზია“
IIIეტაპი – შერჩეულ ღვინოს ამატებთ კალათაში
IV ეტაპი – კალათაში ირჩევთ შეძენის სასურველ სქემას, შემოთავაზებული ვარიანტებიდან:
V ეტაპი – შეძენა
აუცილებელია თუ არა ღვინის შეძენისათვის რეგისტრაციის გავლა?
დიახ, აუცილებელია.
როგორ ხდება თანხის გადახდა? გაქვთ თუ არა თანხის ადგილზე განაღდების მომსახურება?
თანხის გადახდა ხდება ონლაინ. ადგილზე განაღდების მომსახურება არ გვაქვს.
დაცულია თუ არა მომხმარებლის საკრედიტო ბარათის ინფორმაცია?
დიახ დაცულია, მომხმარებლის საკრედიტო ბარათის ინფორმაცია ყველასთვის დახურულია.
რომელ ვალუტაში ხდება თანხის ჩარიცხვა?
თანხის ჩარიცხვა ხდება მხოლოდ ლარში.
სად შეიძლება ვნახო ჩემ მიერ შერჩეული ღვინოები?
თქვენ მიერ შერჩეული ღვინოები შეგიძლიათ ნახოთ განყოფილებაში „კალათა“.
ღვინის ადგილზე მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით ხდება თუ მხოლოდ თბილისში?
ღვინოს ადგილზე მოგიტანთ მხოლოდ თბილისის მასშტაბით.
შეკვეთის ადგილზე მიტანის შემთხვევაში ღვინის თვითღირებულებას ემატება რაიმე თანხა?
დიახ, ადგილზე მიტანის შემთხვევაში ღვინის თვითღირებულებას ემატება ფიქსირებული თანხა – 4 ლარი