სატრაპეზო 10 ქვევრი
ჯამური ქულა
0
კომენტარი
ფასი:40.25 ლარი
In stock
მეღვინე: თელავის ღვინის მარანი
ვინიფიკაცია
აგვისტოს თვეში, კონდოლის ვენახის შერჩეული ნაკვეთში, რქაწითელი-ს.04, ყურძნის შეთვალების დასწყისში ტარდება მწვანე რთველი. ვაზიდან იკრიფება მკვახე ყურძენი იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირდეს 4-5 ტონამდე, რაც თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და გემოვნურ თვისებებს. სექტემბრის ბოლოს, ადრიან დილით, ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა და კლერტის გაცლის შემდეგ ჩაიწურა ტრადიციულ თიხის 10 ქვევრში. ფერმენტაცია წარიმართა ბუნებრივი საფუარით, თეთრი ღვინისათვის ოდნავ მაღალ ტემპერატურაზე 18-22°C-მდე. 5 თვემდე ხანგრძლივობის დუღილის განმავლობაში ყველა პროცედურა ტარდებოდა ხელით. ამგვარად, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მექანიკური ზემოქმედება მარცვალზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა მარცვლის კანიდან ექსტრაგირებული არომატების ნაზ ინტეგრაციას. დუღილის დამთავრების შემდგომ ღვინო გადავიდა მცირე ზომის მუხის კასრებში შემდგომი დაძველებისათვის, ხოლო ჩამოსხმის შემდეგ დავარგება გაგრძელდა ბოთლებში..
ორგანოლეპტიკა
ფერი:
ელვარე ოქროსფერი
სურნელი:
მოხალული თხილის, ვარდის, თეთრი მუხის, ვანილის, და მენთოლის არომატების ნაზავი.
გემო:
გემო სავსე და სხეულიანია, გარგარის ჩირის, მწიფე კომშის, შებრაწული პურის და კარამელის ტონებით. დაგემოვნება მინერალური და ხანგრძლივია მსუბუქი ციტრუსოვანი დაბოლოებით.