კონდოლის ვენახის საფერავი
ჯამური ქულა
0
კომენტარი
ფასი:30.55 ლარი
In stock
მეღვინე: თელავის ღვინის მარანი
ვინიფიკაცია
აგვისტოს თვეში, შეთვალების დასწყისში კონდოლის ვენახის შერჩეულ ნაკვეთში, საფერავი – კ. 2001, ჩატარდა მწვანე რთველი ანუ ვაზიდან მოიკრიფება მკვახე ყურძენი იმ გათვლით რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირდეს 7 ტონამდე. ეს თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და საგემოვნო თვისებებს. სექტემბრის ბოლოს, ადრიან დილით, ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა და კლერტის გაცლის შემდეგ ჩაიწურა ღია 225ლ მოცულობის კასრებში. მთელი ფერმენტაციის განმავლობაში ყველა პროცედურა ტარდებოდა ხელით, რითაც მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მექანიკური ზემოქმედება მარცვალზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა ტანინების და ფერის ნაზ ექსტრაქციას. 20 დღიანი მაცერაციის შემდგომ, ღვინო გადავიდა დახურულ ხის კასრებში ვაშლ-რძემჟავა დუღილის და შემდგომი 12 თვიანი დაძველებისათვის. მსუბუქი ფილტრაციის და ჩამოსხმის შემდგომ, ბოთლში დავარგება გაგრძელდა კიდევ 6 თვე.
ორგანოლეპტიკა
ფერი:
შავი, მწიფე ალუბლისფერი.
სურნელი:
სუნში დომინირებს შავი ქლიავის, მაყვლისა და ჩირების არომატები შერწყმული მუხის ტონთან.
გემო:
სრული, ბალანსირებულია გამოხატული ალუბლის, შავი მოცხრის და ვანილის ტონალობით. დაბოლოება ხანგრძლივია, გაჯერებული მრავალფეროვანი სუნელებით და აბრეშუმისებური, მწიფე ტანინებით.