ტვიში
ჯამური ქულა
0
კომენტარი
ფასი:16.65 ლარი
In stock
მეღვინე: თელავის ღვინის მარანი
ვინიფიკაცია
ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში. კლერტის გაცლის შემდგომ ყურძენი ცივდება 4-6°C -მდე და ნაზად იწურება პნევმატურ წნეხში. მოგვიანებით, დაწმენდილი თვითნადენი წვენის დუღილი მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში მკაცრად განსაზღვრულ ტემპერატურაზე (15°C). როდესაც მაჭარში ნარჩენი შაქარი და მჟავიანობა მიაღწევს ოპტიმალურ დონეს, დუღილი ჩერდება გაცივებით და შემდგომი ფილტრაციით, რითაც ვინარჩუნებთ ღვინის ბუნებრივი სიტკბოს და სიხალისეს. ამის შემდგომ, ბოთლში ჩამოსხმამდე, ღვინო ინახება იზოთერმულ რეზერვუარებში 0°C–მდე გაციებულ მგომარეობაში.
ორგანოლეპტიკა
ფერი:
ღია ჩალისფერი, მომწვანო ელფერით.
სურნელი:
სურნელის პროფილს განსაზღვრავს ბანანი და ფორთოხალი მინდვრის ყვავილების სურნელთან ერთად.
გემო:
სუფთა და ხალასი გემო მთლიანად იმეორებს სურნელის პროფილს. ნატიფი და არომატული სიტკბო, შეზავებული მსუბუქ მჟავიანობასთან განაპირობებს ხანგრძლივ და გაწონასწორებულ დაბოლოებას.