საფერავი კაბერნე
ჯამური ქულა
0
კომენტარი
ფასი:12.65 ლარი
In stock
მეღვინე: თელავის ღვინის მარანი
ვინიფიკაცია
ყურძენი იკრიფება ხელით სიმწიფის პიკზე. კლერტის ნაზად გაცლასა და დაწურვას მოსდევს უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე(23-28°C) მიმდინარე დუღილი, რომლის დროსაც გამოიყენება დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდები. 8-10 დღიანი მაცერაციის შემდეგ, ღვინო სუფთად იხსნება ლექიდან და გადადის სხვა რეზერვუარში მეორადი (ვაშლრძემჟავა) დუღილისათვის. ღვინის 90% ძველდება უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში, ხოლო 10% ფრანგულ კასრებში 4 თვის მანძილზე. საბოლოო კუპაჟირება ხდება 5 თვის თავზე.
ორგანოლეპტიკა
ფერი:
მუქი წითელი ფერის.
სურნელი:
მაყვალი, შავი მოცხარის და მწიფე ალუბლის არომატი, მცენარეულ ტონებთან.
გემო:
მწიფე, სრულსხეულიანი და კონცენტრირებული გემო, გვათვაზობს მაყვლის, შავი ალუბლის და შავქლიავს არომატს. დაბოლოება ხანგრძლივია დახვეწილი ტანინებით და მსუბუქი მუხის ტონებით.