კონჭო_წინანდალი_11.15

წინანდალი

შეფასებისთვის საჭიროა ღვინის შეძენა
ჯამური ქულა
noimg
0
კომენტარი

ფასი:11.15 ლარი

In stock

მეღვინე: კონჭო

ვინიფიკაცია

მიღებული ღვინო წინანდალი გაშენებულია სპეციფიკურ მიკრო ზონაში, ყველაზე ტრადიციულ და მეღვინეობის დიდი ისტორიის მქონე რეგიონში, სადაც იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასახელების ღვინოა თეთრ მშრალ ღვინოებში. მაღალი ხარისხის ღვინო წინანდალში განპირობებულია იქ არსებული და წარმოდგენილი მდიდარი ნიადაგის და გამორჩეული მიკრო კლიმატის წყალობით. აღნიშნული კონდიციები განაპირობებს მიღებულ პროდუქციაში მჟავიანობის შენარჩუნების მაღალ დონეს, რაც საბოლოო ჯამში დაღვინების პროცესში აისახება მაღალ ხარისხზე. აღნიშნულ მიკრო ზონაში მიღებული ყურძენი კარგად მწიფდება, რაც საბოლოო პროდუქტზე კარგად აისახება.

მას შემდეგ რაც ყურძენი დამწიფდება, ჯანსაღი და საუკეთესო მტევნები იკრიფება ხელით. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს ოქტომბრის დასაწყისში.

დაკრეფის შემდგომ მიღებული მთლიანი მასა ერთად იკრიბება და ხდება მისი დაპრესვა, პროცესის შედეგად ხდება თვითდინებით მიღებული მასის შეგროვება, რომელიც 45%-ზე ნაკლებია საწყისი მთლიანი მასის. ამის შემდგომ ალკოჰოლის ფერმენტაცია და დუღილი მიმდინარეობს 17-19 გრადუსის პირობებში, მკაცრი კონტროლის ქვეშ. ღვინის დაყენება ხდება მიმდინარე წლის აგვისტოს თვის ბოლომდე, სწორედ ამის შემდგომ შეიძლება მისი დაგემოვნება.

წინანდალი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო. ღვინოს აქვს ჩალისფერი შეფერილობა და მასში განვითარებულია მწიფე ვაშლის და ატამის ბუკეტი. წინანდლის ღვინოს აქვს ჰარმონიული.

გაუზიარე მეგობრებს...Share on Google+Tweet about this on TwitterShare on Facebook