- შატო მუხრანი -
2002 წელს ქართველმა მეწარმეებმა “შატო მუხრანისა” და მისი ისტორიის აღორძინება დაიწყეს.
2003 წელს, საერთაშორისო ჯგუფმა “Marussia Beverages” ქართველ პარტნიორებთან ერთად კომპანია “შატო მუხრანი” დააფუძნა. ჯგუფი ცდილობდა მამულისთვის გარდასული დიდება დაებრუნებინა და აღედგინა მუხრანის პროდუქცია, რომელიც თანამედროვე და ტრადიციულ ტექნოლოგიებს აერთიანებს.
2007 წელს “შატო მუხრანი” თანამედროვე ღვინის ქარხნის მშენებლობას იწყებს.
“შატო მუხრანი” ამჟამად აწარმოებს ქართულ ღვინოებსა და ალკოჰოლურ სასმელ – ჭაჭას, რომელის დისტრიბუციაც ხორციელდება როგორც “Marussia Beverages“-ის, აგრეთვე ჯგუფის არაწევრი კომპანიების მიერ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.