- G-Wine -
კომპანია „ღვინის აკვანი“ (www.gwine.ge) 2012 წელს ღვინის სამმა ენთუზიასტმა დააარსა და იგი ორიენტირებულია გამორჩეული ქართული ვაზის ჯიშებისაგან მაღალხარისხიანი, ლიმიტირებული რაოდენობის ღვინოების წარმოებაზე. მის მფლობელობაში ორი ბრენდია: “G.WINE”- პრემიუმ და “HARALE”- ორდინალური ღვინოებისათვის. კომპანიის ექსკლუზიური ღვინოები იწარმოება განსაკუთრებულ მიკროზონებში შერჩეულ ქისის, კახური მწვანისა და საფერავის ზვრებში დაკრეფილი ყურძნისგან.