noim

- თელავის ღვინის მარანი -

მუდმივი ძიება და სიახლისაკენ სწრაფვა არის თელავის ღვინის მარნის განვითარების და წინსვლის განუყოფელი ნაწილი მისი დაარსებიდან დღემდე. თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი უჟანგავი ფოლადის რეზერვუარები, პნევმატიური წნეხები, ნაზი ზემოქმედების ტუმბოები და სრული ტემპერატურული კონტროლის სისტემა მუხის კასრებთან, ისტორიულ და ახლა თიხის ქვევრებთან ერთად ერთიან და დასრულებულ სახეს აძლევს ჩვენს მარანს.