კალათა "რქაწითელი ქვევრი" დაემატა კალათაში.
შატო_მუხრანი_გორული მწვანე _21

გორული მწვანე

შეფასებისთვის საჭიროა ღვინის შეძენა
ჯამური ქულა
noimg
0
კომენტარი

ფასი:21.65 ლარი

In stock

მეღვინე: შატო მუხრანი

ვინიფიკაცია

მუხრანის ღვინოებისთვის საჭირო ყურძნის წყაროს 100%-ით წარმოადგენს მუხრანის სამამულო ვენახები. ვენახის დამუშავების ყველა ოპერაცია ხორციელდება მხოლოდ ხელით. ღვინის გემოვნური თვისებების ასამაღლებლად მოსავლის მოცულობა კონტროლირდება კონკრეტული წელიწადის თვისებებიდან გამომდინარე. საჭიროების შემთხვევაში ტარდება “მწვანე რთველიც”. ყურძენი იკრიფება მხოლოდ ხელით და ქარხანაში მის გადასამუშავებლად მიტანის დრო სულ 7-12 წუთია. მოტანისთანავე ყურძენი თავსდება ვიბრობუნკერებში, საიდანაც დოზირებით მიეწოდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანას. დაჭყლეტისთანავე ხდება დურდოს მყისიერი გაციება ცელსიუსით + 5-დან 6-მდე. დასადუღებელი წვენის განცალკევება ხდება ან პირდაპირი გამოყოფით, ანდა შუალედური საფეხურის – კანთან მაცერაციის – შემდეგ, რომლის დროსაც მკაცრადაა დაცული დურდის ინერტულობა და მისი ტემპერატურული რეჟიმი. სათანადო ორგანოლეპტიკური თვისებების შეძენის შემდეგ მაცერირებული წვენი, პირდაპირ გამოყოფილი წვენის მსგავსად, გადაიტუმბება პირველად დაწდომაზე. დაწდომის შემდეგ წვენი დეკანტაციით გადადის სადუღარში, სადაც მისი დაღვინება ხდება ასევე კონტროლირებული რეჟიმების ქვეშ, დუღილის ტემპერატურით 14-150 ჩ. ახალგაზრდა ღვინო მუხრანის ღვინოებისთვის დამახასიათებელი საბოლოო სტილის მიღწევისათვის გადის ყველა საჭირო პროცესს და მისი გემოვნური თვისებების ბალანსის დადგომისთანავე ხდება ჩამოსხმა. ჩამოსხმის მეთოდებად აირჩევა ის კონკრეტული შემთხვევა, რომელიც ჩვენს ღვინოებს დიდი ხნის განმავლობაში დაეხმარება მათივე მაღალი გემოვნური თვისებების შენარჩუნებაში.

ორგანოლეპტიკა

აქვს მწვანე ფერი, გარდამავალი ნათელ ჩალის ფერში. ყვითელი ქლიავის და ნესვის მდიდარ არომატებს ერწყმის ციტრუსების ტონები. აქვს რბილი, ხალისიან მჟავიანობასთან ჰარმონიულად შერწყმული გემო. გამოირჩევა ბრწყინვალედ გამოხატული ღვინის ხასიათით, რაც ქართული ღვინოების უნიკალური მახასიათებელია. გორული მწვანე არის ქართული ენდემური, უნიკალური თვისებების მქონე თეთრი ყურძნის ჯიში, რომელიც აბორიგენულია ქართლის რეგიონისთვის.

გაუზიარე მეგობრებს...Share on Google+Tweet about this on TwitterShare on Facebook