კალათა "ხაშმის საფერავი" დაემატა კალათაში.
შუმი_იბერიული საფერავი_28

იბერიული საფერავი

შეფასებისთვის საჭიროა ღვინის შეძენა
ჯამური ქულა
noimg
0
კომენტარი

ფასი:28.05 ლარი

In stock

მეღვინე: შუმი

ვინიფიკაცია

დამზადებულია უმაღლესი ხარისხის საფერავის ჯიშის ყურძნისგან, მოწეული კახეთში, ნაფარეულის მიკროზონაში გაშენებული შუმის კუთვნილი ვენახიდან „სატრაბახო“.
ღვინო არის მუქი ბროწეულისფერი, აქვს დახვეწილი ჯიშური ბუკეტი და არომატების მდიდარი პალიტრა, მწიფე კენკრის სასიამოვნო გემო კარგად შერწყმული ხავერდოვან ტანინებთან. ხანგრძლივი და მდიდარი დაბოლოება. სასურველია მიირთვათ +16-18°С
„იბერიულის“ ხაზის ყველა ღვინო დამზადებულია „მწვანე რთველის“ მეთოდით მიღებული მოსავლისგან.
პირველად ქართული ღვინის წარმოების ისტორიაში, ღვინის კომპანია შუმმა 2005 წლიდან საკუთარ ვენახებში დაიწყო „მწვანე რთველის“ მეთოდის გამოყენება.
ეს მეთოდი მდგომარეობს მოსავლიანობის ხელოვნურად შეზღუდვაში, კერძოდ კი ყურძნის დამწიფებამდე ხდება ვაზზე მტევნების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, რის შედეგადაც ვიღებთ უმაღლესი ხარისხის მოსავალს.
გაუზიარე მეგობრებს...Share on Google+Tweet about this on TwitterShare on Facebook