კალათა "ცოლიკოური" დაემატა კალათაში.
შატო მუხრანი _ კაბერნე სოვინიონი_23

კაბერნე სოვინიონი

შეფასებისთვის საჭიროა ღვინის შეძენა
ჯამური ქულა
noimg
0
კომენტარი

ფასი:23.05 ლარი

In stock

მეღვინე: შატო მუხრანი

ვინიფიკაცია

მუხრანის ღვინოებისთვის საჭირო ყურძნის წყაროს 100%-ით წარმოადგენს მუხრანის სამამულო ვენახები. ვენახის დამუშავების ყველა ოპერაცია ხორციელდება მხოლოდ ხელით. ღვინის გემოვნური თვისებების ასამაღლებლად მოსავლის მოცულობა კონტროლირდება კონკრეტული წელიწადის თვისებებიდან გამომდინარე. საჭიროების შემთხვევაში ტარდება “მწვანე რთველიც”. ყურძენი იკრიფება მხოლოდ ხელით და ქარხანაში მის გადასამუშავებლად მიტანის დრო სულ 7-12 წუთია.
მოტანისთანავე ყურძენი თავსდება ვიბრობუნკერებში, საიდანაც დოზირებით მიეწოდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანას. დაჭყლეტისთანავე ხდება დურდოს მყისიერი გაციება ცელსიუსით + 5-დან 6-მდე. დასადუღებელი წვენის განცალკევება ხდება ან პირდაპირი გამოყოფით, ანდა შუალედური საფეხურის კანთან მაცერაციის შემდეგ, რომლის დროსაც მკაცრადაა დაცული დურდის ინერტულობა და მისი ტემპერატურული რეჟიმი. სათანადო ორგანოლეპტიკური თვისებების შეძენის შემდეგ მაცერირებული წვენი, პირდაპირ გამოყოფილი წვენის მსგავსად, გადაიტუმბება პირველად დაწდომაზე. დაწდომის შემდეგ წვენი დეკანტაციით გადადის სადუღარში, სადაც დუღილის ტემპერატურა არის 13-140C. ახალგაზრდა ღვინო მუხრანის ღვინოებისთვის დამახასიათებელი საბოლოო სტილის მიღწევისათვის გადის ყველა საჭირო პროცესს და მისი გემოვნური თვისებების ბალანსის დადგომისთანავე ხდება ჩამოსხმა. ჩამოსხმის მეთოდებად აირჩევა ის კონკრეტული შემთხვევა, რომელიც ჩვენს ღვინოებს დიდი ხნის განმავლობაში დაეხმარება მათივე მაღალი გემოვნური თვისებების შენარჩუნებაში.

ორგანოლეპტიკა

ვარდისფერი ღვინო, ღია ფერის მოცვის დაბოლოებით, ჟოლოს სურნელოვანი არომატით და ყვავილების ტონებით. გემო ჰარმონიული, სრული და ხალისიანი. ეს ნამდვილად ექსპრესიული ღვინოა, რომელიც საუკეთესოა ახალგაზრდა ასაკში.

კაბერნე სოვინიონი ნამდვილი მარგალიტია მსოფლიოს ღვინის მოყვარულთათვის. მან საქართველოს ნოყიერ მიწაზე ორი საუკუნის წინ მეორე სამშობლო იპოვა.

გაუზიარე მეგობრებს...Share on Google+Tweet about this on TwitterShare on Facebook