კალათა "ქიძმარაული" დაემატა კალათაში.
შატო მუხრანი_სოვინიონ ბლანი_

გვიანი მოსავლის სოვინიონ ბლანი

შეფასებისთვის საჭიროა ღვინის შეძენა
ჯამური ქულა
noimg
0
კომენტარი

ფასი:28.05 ლარი

In stock

მეღვინე: შატო მუხრანი

ვინიფიკაცია

მუხრანის ღვინოებისთვის საჭირო ყურძნის წყაროს 100%-ით წარმოადგენს მუხრანის სამამულო ვენახები. ვენახის დამუშავების ყველა ოპერაცია ხორციელდება მხოლოდ ხელით. ღვინის გემოვნური თვისებების ასამაღლებლად მოსავლის მოცულობა კონტროლირდება კონკრეტული წელიწადის თვისებებიდან გამომდინარე. საჭიროების შემთხვევაში ტარდება “მწვანე რთველიც”. ყურძენი იკრიფება მხოლოდ ხელით და ქარხანაში მის გადასამუშავებლად მიტანის დრო სულ 7-12 წუთია.
გვიანი რთველის ღვინოები სპეციალური ჯიშის ყურძნისგან მზადდება, რომელიც ყველაზე ჯანსაღია და ყველაზე დახვეწილ თვისებებს ამჟღავნებს. ხსენებული თვისებები მევენახეებს აძლევს საშუალებას რთველი გვიან შემოდგომას დაიწყონ. ამ ეტაპზე ისინი კარგად ამწიფებენ და ანვითარებენ თაფლის, გარგარის ჩირისა და ტროპიკული არომატის გემოს ისე, რომ გვიანი მოსავლის სოვინიონ ბლანისათვის დამახასიათებელი გემოც შენარჩუნებულ იქნეს. მოტანისთანავე ყურძენი თავსდება ვიბრობუნკერებში, საიდანაც დოზირებით მიეწოდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანას. დაჭყლეტისთანავე ხდება დურდოს მყისიერი გაციება ცელსიუსით + 5-დან 6-მდე. დასადუღებელი წვენის განცალკევება ხდება ან პირდაპირი გამოყოფით, ანდა შუალედური საფეხურის კანთან მაცერაციის შემდეგ, რომლის დროსაც მკაცრადაა დაცული დურდის ინერტულობა და მისი ტემპერატურული რეჟიმი. სათანადო ორგანოლეპტიკური თვისებების შეძენის შემდეგ მაცერირებული წვენი, პირდაპირ გამოყოფილი წვენის მსგავსად, გადაიტუმბება პირველად დაწდომაზე. დაწდომის შემდეგ წვენი დეკანტაციით გადადის სადუღარში, სადაც დუღილის ტემპერატურა არის 13-140C. ახალგაზრდა ღვინო მუხრანის ღვინოებისთვის დამახასიათებელი საბოლოო სტილის მიღწევისათვის გადის ყველა საჭირო პროცესს და მისი გემოვნური თვისებების ბალანსის დადგომისთანავე ხდება ჩამოსხმა. ჩამოსხმის მეთოდებად აირჩევა ის კონკრეტული შემთხვევა, რომელიც ჩვენს ღვინოებს დიდი ხნის განმავლობაში დაეხმარება მათივე მაღალი გემოვნური თვისებების შენარჩუნებაში.

ვინიფიკაცია

გვიანი მოსავლის ღვინოები იწარმოება განსაკუთრებული ხარისხის ყურძნით. ღია ლიმონისფერი, ოქროსფერი და მწვანე ელფერით. ბუკეტი ციტრუსისა და არომატული ხილის. გემო ხავერდოვანი და მსუბუქი, გარგარისა და ნესვის არომატით გაჯერებული. ეს კარგად დაბალანსებული ღვინო, ხანგრძლივი დაბოლოებით გამოირჩევა.

ღვინო დამზადებულია მუხრანის მამულში მოწეული მსოფლიოში ცნობილი სოვინიონ ბლანის ჯიშის ყურძნისგან.

გაუზიარე მეგობრებს...Share on Google+Tweet about this on TwitterShare on Facebook