მარანი_კონდოლის ვენახის მწვანე ქისი_16

კონდოლის ვენახის მწვანე-ქისი

შეფასებისთვის საჭიროა ღვინის შეძენა
ჯამური ქულა
noimg
0
კომენტარი

ფასი:16.65 ლარი

Only 1 left in stock

SKU: 87.

რეკომენდებული კერძები: , .

ღვინის ტიპები: , .

მეღვინე: თელავის ღვინის მარანი

ვინიფიკაცია

აგვისტოს თვეში, შეთვალების დასაწყისში კონდოლის ვენახის შერჩეულ ნაკვეთებში, მწვანე-კ.05 და ქისი-კ.05, ჩატარდა მწვანე რთველი ანუ ვაზიდან მოიკრიფა მკვახე ყურძენი იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირებულიყო 6-7 ტონამდე. ეს თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და საგემოვნო თვისებებს. სექტემბრის ბოლოს ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა, გაცივდა +4°C–მდე და შემდეგ გამოიწნეხა პნევმატურ წნეხში. დუღილი წარიმართა მტევნის მარცვლებზე არსებული ბუნებრივი საფუარის მეშვეობით 13-14°C-ზე, რათა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ყურძნის ბუნებრივი სურნელი და არომატი. დადუღების შემდგომ 5 თვის განმავლობაში ღვინო ძველდება საკუთარ ლექზე და სისტემატური დარევით უმჯობესდება მისი სტრუქტურა. მინიმალური ფილტრაციის შემდგომ ღვინო ჩამოისხა და კიდევ რამოდენიმე თვე ძველდებოდა მარანში.

ორგანოლეპტიკა

ფერი:

ღია ოქროსფერი მწვანე ელფერით.

სურნელი:

ორი აბორიგენული ჯიში შესანიშნავ ღვინოს წარმოშობს, რომელიშიც დომინირებს მწვანეს მცენარეული და ყვავილოვანი ტონები და ქისის მდიდარი ტროპიკული ხილის ნოტები.

გემო:

ყვავილების და თეთრი ატმის პირველი გემო, რომელიც ბუნებრივად გადაიზრდება მანგოს ტონებში და სრულდება ატმის და ანანასისთვის დამახასიათებელი ელეგანტური ტონალობებით.

გაუზიარე მეგობრებს...Share on Google+Tweet about this on TwitterShare on Facebook