რქაწითელი ქვევრი
ფასი:15.25 ლარი
In stock
მეღვინე: კონჭო
ვინიფიკაცია
რქაწითელის სპეციალური მიკროზონები მდებარეობს ყვარელში და ქინძმარაულში, სადაც ხდება მაღალი ხარისხის ღვინის ტრადიციული მეთოდით წარმოება და პოზიტიურ ეფექტს ახდენს მასზე კანკასიონის ერთიანი ზოლი.
ოქტომბრის თვის დასაწყისში ნაყოფის ფიზიოლოგიური მომწიფების შემდგომ მოსავლის აღება ხდება ხელით.
მიღებული მოსავალი იწურება 2-3 ტონიან ჭურჭელში და ხდება ქვევრში გადატანა. პროცესში არ ხდება ქიმიური დანამატების ჩართვა. ფერმენტაციის პროცესი მიმდინარეობს ტემპერატურის რეგულირების გარეშე. დუღილის პროცესი მიმდინარეობს 4-5 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც ხდება მისი მუხის კასრებში გადატანა 1 წლით.
მიღებული ღვინო არის მუქი ჩალის ფერი კარგად დაყენებული არომატით, სადაც დომინირებს გამომშრალი ყვითელი ხილის და ქოქოსის ტონები, რაც საერთო ჯამში მას ჰარმონიულობას ძენს.