საფერავი როზე
ჯამური ქულა
0
კომენტარი
ფასი:10.75 ლარი
Only 2 left in stock
მეღვინე: თელავის ღვინის მარანი
ვინიფიკაცია
ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე. კლერტის ნაზად გაცლის შემდეგ 4°C-მდე გაციებულ დურდოს ტოვებენ მაცერაციაზე 8-10 საათის განმავლობაში. როდესაც წვენი მიიღებს სასურველ ვარდისფერს, მას გამოდენიან და რამდენიმე დღე აჩერებენ დასაწდომად. დუღილი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში კონტროლირებად ტემპერატურაზე (18°C). დადუღების შემდგომ ღვინო გადადის სხვა ჭურჭელში რამოდენიმე თვით დასავარგებლად. ღვინო ბოთლებში ისხმება თებერვალი-აპრილის თვეებში.
ორგანოლეპტიკა
ფერი:
ღია ვარდისფერი.
სურნელი:
ბროწეულის და კოწახურის არომატი შეზავებული ატმის და ჟოლოს სურნელთან.
გემო:
ქორფა და ხალასია, იმავდროულად ელეგანტური. სრულად იმეორებს არომატების პალიტრას, ხავერდოვანი, გლუვი ტექსტურით და ვარდის ფურცელის ჰაეროვანი სურნელით