შატო_მუხრანი_თავკვერი_24

თავკვერი

შეფასებისთვის საჭიროა ღვინის შეძენა
ჯამური ქულა
noimg
0
კომენტარი

ფასი:24.55 ლარი

In stock

მეღვინე: შატო მუხრანი

ვინიფიკაცია

მუხრანის ღვინოებისთვის საჭირო ყურძნის წყაროს 100%-ით წარმოადგენს მუხრანის სამამულო ვენახები. ვენახის დამუშავების ყველა ოპერაციაcolor: #2E5C8A; ხორციელდება მხოლოდ ხელით. ღვინის გემოვნური თვისებების ასამაღლებლად მოსავლის მოცულობა კონტროლირდება კონკრეტული წელიწადის თვისებებიდან გამომდინარე. საჭიროების შემთხვევაში ტარდება “მწვანე რთველიც”. ყურძენი იკრიფება მხოლოდ ხელით და ქარხანაში მის გადასამუშავებლად მიტანის დრო სულ 7-12 წუთია.
მოტანისთანავე ყურძენი თავსდება ვიბრობუნკერებში, საიდანაც დოზირებით მიეწოდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანას. დაჭყლეტისთანავე ხდება დურდოს მყისიერი გაციება ცელსიუსით + 5-დან 6-მდე. ახალგაზრდა ღვინო მუხრანის ღვინოებისთვის დამახასიათებელი საბოლოო სტილის მიღწევისათვის გადის ყველა საჭირო პროცესს და მისი გემოვნური თვისებების ბალანსის დადგომისთანავე ხდება ჩამოსხმა. ჩამოსხმის მეთოდებად აირჩევა ის კონკრეტული შემთხვევა, რომელიც ჩვენს ღვინოებს დიდი ხნის განმავლობაში დაეხმარება მათივე მაღალი გემოვნური თვისებების შენარჩუნებაში.

ორგანოლეპტიკა

ვარდისფერი ნარინჯის ტონით. მარწყვის და მოცხარის არომატები. ხავერდოვანი, ნაზი გემო გამოხატული მოცხარის და ალუბლის ტონებით და ხალისიანი დაბოლოებით. ეს არის მარავალფეროვნებით სავსე ღვინო, რომელიც საუკეთესოა ახალგაზრდა ასაკში.
თავკვერი საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი ენდემური ჯიშის სახეობა გახლავთ, რომელშიც ჰარმონიულადაა შერწყმული წითელი და უგემრიელესი ხილის, ხალისიანი ვარდისფერი ღვინოების გემო.

გაუზიარე მეგობრებს...Share on Google+Tweet about this on TwitterShare on Facebook