საფერავი
ჯამური ქულა
0
კომენტარი
ფასი:11.95 ლარი 9.30 ლარი
In stock
მეღვინე: თელავის ღვინის მარანი
ვინიფიკაცია
ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე. კლერტის ნაზად გაცლასა და დაწურვას მოსდევს უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C) მიმდინარე დუღილი, რომლის დროსაც გამოიყენება ნარჩევი საფუარი. 8-10 დღიანი მაცერაციის შემდეგ, ღვინო სუფთად იხსნება ლექიდან და გადადის სხვა რეზერვუარში მეორადი (ვაშლრძემჟავა) დუღილისათვის. ღვინის შემდგომი დავარგება მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში და ნაწილი ვარგდება ფრანგულ, მომცრო კასრებში 3-4 თვის განმავლობაში, რაც ღვინოს მატებს მუხის მსუბუქ ტონალობას და დახვეწილობას.
ორგანოლეპტიკა
ფერი:
მუქი წითელი ფერი.
სურნელი:
მწიფე ალუბლისა და მაყვლის მკვეთრი არომატები.
გემო:
დომინირებს ხორციანი, წვნიანი მაყვლის და გადამწიფებული შინდის ტონები, გაჰკრავს ასევე შავქლიავას ჩირის გემო. დაგემოვნება სრული და წვნიანია მწიფე და რაფინირებული ტანინებით.