ალაზნის ველი როზე
ჯამური ქულა
0
კომენტარი
ფასი:11.05 ლარი
Only 1 left in stock
მეღვინე: თელავის ღვინის მარანი
ვინიფიკაცია
ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე. კლერტის ნაზად გაცლის შემდეგ 4°C-მდე გაციებულ დურდოს ტოვებენ მაცერაციაზე 8-10 საათის განმავლობაში. როდესაც წვენი მიიღებს სასურველ ვარდისფერს, მას გამოდენიან და რამდენიმე დღე აჩერებენ დასაწდომად. დუღილი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში კონტროლირებად ტემპერატურაზე (18°C). როდესაც მაჭარში შაქრის შემცველობა სასურველ დონეს მიაღწევს, დუღილი ჩერდება გაციებით და ფილტრაციით, რათა შენარჩუნდეს ღვინის ბუნებრივი სიტკბო და სიხალისე.
ორგანოლეპტიკა
ფერი:
ღია ვარდისფერი.
სურნელი:
ბროწეულის და კოწახურის არომატი შეზავებული ატმის და ჟოლოს სურნელთან.
გემო:
გემო ხალისიანი და მოტკბოა, გამოხატული მარწყვის და ალუბლის კომპოტის არომატით. დაბოლოება ხანგრძლივია და ჰარმონიულია, თანდართული დაშაქრული ალუბლის მოტკბო-მომჟავო ტონალობით.