შავკაპიტო
ჯამური ქულა
0
კომენტარი
ფასი:28.15 ლარი
In stock
მეღვინე: შატო მუხრანი
ვინიფიკაცია
მუხრანის ღვინოებისთვის საჭირო ყურძნის წყაროს 100%-ით წარმოადგენს მუხრანის სამამულო ვენახები. ვენახის დამუშავების ყველა ოპერაცია ხორციელდება მხოლოდ ხელით. ღვინის გემოვნური თვისებების ასამაღლებლად მოსავლის მოცულობა კონტროლირდება კონკრეტული წელიწადის თვისებებიდან გამომდინარე. საჭიროების შემთხვევაში ტარდება “მწვანე რთველიც”. ყურძენი იკრიფება მხოლოდ ხელით და ქარხანაში მის გადასამუშავებლად მიტანის დრო სულ 7-12 წუთია.
მოტანისთანავე ყურძენი თავსდება ვიბრობუნკერებში, საიდანაც დოზირებით მიეწოდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანას. მიღებული დურდო გადაიტუმბება სადუღარ ჩანებში. დუღილი მიმდინარეობს კულტურული საფუარის გამოყენებით და/ან ველურად დაახლოებით 22-240C ტემპერატურაზე მკაცრი კონტროლით. ექსტრაქცია ხორციელდება ზევიდან დასხურებით, ეგრეთ წოდებული „დელესტაჟის“ გამოყენებით და მცირე პარტიებისათვის კი ჭაჭის ქუდის მექანიკური დარევით. დადუღებული ღვინო ჭაჭიდან გამოცალკევდება თვითდინებით. ჭაჭა კი გამოიწნიხება მემბრანულ წნეხებზე. გამოწნეხილი ფრაქციის 30% უერთება თვითნადენ ფრაქციას. რძემჟავა დუღილი ხორციელდება ალკოჰოლური დუღილის დასრულების შემდეგ. შერჩეული ახალგაზრდა ღვინოები კუპაჟდება ღვინის საბოლოო სტილის გათვალისწინებით და შემდეგ მწიფდება კავკასიური მუხის კასრებში. ღვინოების მომწიფების და მათი საბოლოო გემოვნური თვისებების მიღწევის შემდეგ მუხაში მომწიფებული ნაწილი უერთდება დანარჩენ რაოდენობას, გაივლის სტაბილიზაციას და ჩამოისხმება. ჩამოსხმის მეთოდებად აირჩევა ის კონკრეტული შემთხვევა, რომელიც ჩვენს ღვინოებს დიდი ხნის განმავლობაში დაეხმარება მათივე მაღალი გემოვნური თვისებების შენარჩუნებაში.

ორგანოლეპტიკა
მუქი ლალისფერი ღვინო. ახასიათებს მდიდარი არომატი და მწიფე ალიბუხრის, ქლიავისა და ალუბლის გემო. კენკროვანი ხილის არომატით, კარგად შეზავებული, დაბალანსებული ღვინო, მწიფე ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით გამოირჩევა. დავარგებულია მუხის კასრში.
შავკაპიტო საქართველოს ენდემური ჯიშის სახეობაა, რომელიც შორეული წარსულიდანაა ცნობილი. მას ყველა თვისება გააჩნია იმისათვის, რომ შემოგვთავაზოს შესანიშნავი ღვინო.