კონდოლის ვენახის რქაწითელი
ჯამური ქულა
0
კომენტარი
ფასი:16.05 ლარი
Only 2 left in stock
მეღვინე: თელავის ღვინის მარანი
ვინიფიკაცია
აგვისტოს თვეში, შეთვალების დასაწყისში კონდოლის ვენახის შერჩეულ ნაკვეთში, რქაწითელი-კ.05, ჩატარდა მწვანე რთველი ანუ ვაზიდან მოიკრიფა მკვახე ყურძენი იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირებულიყო 7 ტონამდე. ეს თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და საგემოვნო თვისებებს. სექტემბრის ბოლოს, ადრიან დილით, ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა, მთლიანი მტევნები მოთავსდა პნევმატურ წნეხში და კლერტის გაუცლელად გამოიწურა. ფერმენტაცია წარიმართა მტევნის მარცვლებზე არსებული ბუნებრივი საფუარის მეშვეობით, 35% ახალ ფრანგულ კასრში, 35% ნახმარ ფრანგულ კასრში, ხოლო 30% უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში. კასრებში ღვინის დაძველება საკუთარ ლექზე გრძელდებოდა 9 თვე. ღვინის საბოლოო კუპაჟი ჩამოყალიბდა 12 თვის შემდეგ. მინიმალური ფილტრაციის შემდგომ ღვინო ჩამოისხა ბოთლებში და კიდევ რამოდენიმე თვე დავარგდა მარანში.
ორგანოლეპტიკა
ფერი:
ბრწყინვალე ოქროსფერი.
სურნელი:
ელეგანტური, მინერალური, მწიფე ყვითელი ხილის და გახუხული პურის არომატით.
გემო:
სავსე გარგარის, ვენახის თეთრი ატმის, ნესვის და ტკბილი სანელების არომატით. დაგემოვნება წვნიანია გამოხატული შემწვარი წაბლის ტონებით.