კალათა "ქისი ქვევრი" დაემატა კალათაში.
კონჭო_ქინძმარაული_12.45

ქინძმარაული

შეფასებისთვის საჭიროა ღვინის შეძენა
ჯამური ქულა
noimg
0
კომენტარი

ფასი:12.45 ლარი

In stock

მეღვინე: კონჭო

ვინიფიკაცია

კორპორაცია ქინძმარაული ფლობს ვენახებს, რომლებიც სპეციფიურ ზონაშია გაშენებული. ქინძმარაული, ცნობილია უძველესი დროიდან, როგორც სამეფო სასმელი, რომელიც არის ერთ-ერთი საუკეთესო და ცნობილი საქართველოში,  შესაბამისად მაღალია ღვინის ხარისხობრივი მაჩვენებლები.

იმისათვის, რომ მაღალი ხარისხის ღვინის მოსავალი მივიღოთ ამისთვის მზადება იწყება გაზაფხულის დადგომისთანავე. დამწიფების პროცესში სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენების შედეგად დაზიანებული ყურძნის მტევნები არ იკრიფება დასაწურ ღვინის მასალასთან ერთად და არ ხდება მასთან შერევა. ასეთი დაზიანებული და არაკონდიცირებული ყურძნის მტევნების მთლიანი მასა ხშირ შემთხვევაში მოსავლის 50%-საც კი შეადგენს.

ყურძნის ფიზიოლოგიური დამწიფების შემდგომ ხდება მისი ხელით დაკრეფა, რომელიც ძირითადად სექტემრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში ხდება.

ღვინის დაყენების ტექნოლოგია ტრადიციული მეთოდით ხდება. ფერმენტაციის დასრულების შემდგომ ღვინის შენახვა ხდება ისე, რომ იგი ინარჩუნებს და აკეთილშობილებს მის გემურ თვისებებს.

ქინძმარაული ხასიათდება მუქი ბროწეულის ფერით და ახასიათებს სასიამოვნო გემური ნიშნები, რაც ღვინოს სისადავეს მატებს. ღვინოს ახასიათებს ნაზი და ტკბილი გემო, რაც მას ექსტრავაგანტულს ხდის.

გაუზიარე მეგობრებს...Share on Google+Tweet about this on TwitterShare on Facebook