შატო-მუხრანი_მუსკატი_37 (1)

მუსკატი

შეფასებისთვის საჭიროა ღვინის შეძენა
ჯამური ქულა
noimg
0
კომენტარი

ფასი:37.85 ლარი

Only 2 left in stock

SKU: 5.

რეკომენდებული კერძები: , , .

მეღვინე: შატო მუხრანი

ვინიფიკაცია

მუხრანის ღვინოებისთვის საჭირო ყურძნის წყაროს 100%-ით წარმოადგენს მუხრანის სამამულო ვენახები. ვენახის დამუშავების ყველა ოპერაცია ხორციელდება მხოლოდ ხელით. ღვინის გემოვნური თვისებების ასამაღლებლად მოსავლის მოცულობა კონტროლირდება კონკრეტული წელიწადის თვისებებიდან გამომდინარე. საჭიროების შემთხვევაში ტარდება “მწვანე რთველიც”. ყურძენი იკრიფება მხოლოდ ხელით და ქარხანაში მის გადასამუშავებლად მიტანის დრო სულ 7-12 წუთია.სელექციური ხელით კრეფა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხილის უმაღლესი ხარისხი.
მოტანისთანავე ყურძენი თავსდება ვიბრობუნკერებში, საიდანაც დოზირებით მიეწოდება კლერტგამცლელ-საჭყლეტ მანქანას. დაჭყლეტისთანავე ხდება დურდოს მყისიერი გაციება ცელსიუსით + 10-დან 12-მდე. დასადუღებელი წვენის განცალკევება ხდება კანთან მაცერაციის შემდეგ. სათანადო ორგანოლეპტიკური თვისებების შეძენისას მაცერირებული წვენი გადაიტუმბება პირველად დაწდომაზე, რასაც მოჰყვება მისი ფერმენტაცია. ადუღებული წვენი ჰაერის სეზონურ ტემპერატურაზე მუხის კასრებში ინახება. გემოვნური თვისებების ბალანსის დადგომისთანავე მუსკატის ღვინო მზადაა ბოთლებში ჩამოსასხმელად.

ორგანოლეპტიკა

მდიდარი და არომატული გემოს სადესერტო ღვინო მუსკატი მუქი ქარვისფერია. ჯიშის არომატები შერწყმულია ყვავილების და მუხაში დავარგების ტონებთან. ახასიათებს ლეღვის, ქლიავის ჩირის, მწიფე ალუბლისა და შოკოლადის არომატები. ბოთლში დაძველებასთან ერთად შესამჩნევი შეიძლება გახდეს ალმასისებრი კრისტალები, რაც მისი დაყენებისა და წარმოშობის უნიკალურობაზე მიუთითებს.

მუსკატო ბიანკო, რომელიც ჩვენს ვენახებშია გაშენებული იტალიური ჯიშის სახეობაა, რომელიც სადესერტო ღვინის დაუვიწყარ გემოს იძლევა.

გაუზიარე მეგობრებს...Share on Google+Tweet about this on TwitterShare on Facebook