მარანი_სატრაპეზო საფერავი_51

სატრაპეზო საფერავი

შეფასებისთვის საჭიროა ღვინის შეძენა
ჯამური ქულა
noimg
0
კომენტარი

ფასი:51.75 ლარი

In stock

მეღვინე: თელავის ღვინის მარანი

ვინიფიკაცია

კონდოლის ვენახის შერჩეული ნაკვეთში, აგვისტოს თვეში, შეთვალების დასაწყისში ტარდება მწვანე რთველი, ანუ ვაზიდან იკრიფება მკვახე ყურძენი იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირდეს 4-5 ტონამდე, რაც თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და საგემოვნო თვისებებს. ყველა პროცედურა ტარდებოდა ხელით. ამგვარად, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მექანიკური ზემოქმედება მარცვალზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა ტანინების და ფერის ნაზ ექსტრაქციას. დუღილის დამთავრების შემდგომ, ღვინო რჩება ქვევრში კიდევ 5 თვემდე. თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ღვინო გადადის მუხის კასრებში სადაც აგრძელებს შემდგომ დავარგებას. ღვინო ბოთლებში ჩამოისხა გაუფილტრავად.

ორგანოლეპტიკა

ფერი:

ღრმა შინდისფერი

სურნელი:

გამოხატულია მაყვლის, შავქლიავას და მუხის ვანილის სურნელი, მსუბუქად გამოხატული თამბაქოს ტონებით.

გემო:

გემო სრული და რბილია, ასევე მკვეთრია ტკბილი შავი ხილის და ჩირების არომატი და კარგად მომწიფებული ყურძნისეული და მუხის ტანინების კომპლექსი. საბოლოო დაგემოვბნება ხანგრძლივია, გამაგრებული მტკიცე ტანინებით, რაც მიუთითებს ამ მოსავლის ღვინის დაძველების დიდი პოტენციალზე და ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობაზე.

გაუზიარე მეგობრებს...Share on Google+Tweet about this on TwitterShare on Facebook